Thursday, December 13, 2018
Wednesday, December 12, 2018
Tuesday, December 11, 2018
ესკიმო
ინგრედიენტები
- ბისკვიტისთვის:
- ფქვილი - 1 ჭიქა
- შაქარი - 1 ჭიქა
- კვერცხი - 4 ცალი
- ცივი წყალი - 10 ს/კ
- კაკაო - 2 ს/კ
- სოდა - 1/2 ჩ/კ
- ვანილი - 1 ჩ/კ
- კრემისთვის:
- თბილი რძე - 1 ჭიქა
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 1 ჭიქა
- ფქვილი - 3 ს/კ
- ვანილი
- კარაქი - 250 გ
- მინანქრისთვის :
- შაქარი - 2 ს/კ
- კაკაო - 2 ს/კ
- არაჟანი - 2 ს/კ
- კარაქი - 50 გ

მომზადების წესი:
გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. ათქვიფეთ ცილა გამკვრივებამდე. 4 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაუმატეთ 1/2 ჩ/კ სოდა, 10 ს/კ ცივი წყალი, ვანილი, 1 სავსე სუფრის კოვზი კაკაო, ურიეთ და თან ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
ასევე ნელ-ნელა შეურიეთ 1 ჭიქა ფქვილი.

შედგით ფორმა წინასწარ 180 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი.
კრემი:
ქვაბში ჩაახალეთ 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი და 3 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი – მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი რძე და კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე.
ისე რომ, არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ადუღეთ 1 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააცივეთ.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ 250 გ კარაქი ვანილთან ერთად. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, თითო კოვზით დაუმატეთ მოხარშული კრემი.
მინანქარი:
2 ს/კ შაქარს დაუმატეთ 2 ს/კ კაკაო და 2 ს/კ არაჟანი. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, თან ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ დაუმატეთ კარაქი. კარგად აურიეთ და პრიალა მინანქარიც მზად არის.
ფახლავა
ინგრედიენტები
- კარაქი - 350 გ
- არაჟანი - 300 გ
- კვერცხი - 4 ცალი
- ფქვილი - 4 ჭიქა
- სოდა - 1 ჩ/კ
- შაქარი - 2,5 ჭიქა
- ნიგოზი - 2 ჭიქა
- თაფლი - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
თადაპირველად ვამზადებთ ცომს.
ფქვილში ასრისეთ 300 გ კარაქი. დაუმატეთ 3 კვერცხის გული, არაჯანი და სოდა. მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი. შემდეგ გამოიღეთ და გაყავით 3 გუნდად.
მოამზადეთ გულსართი:
გაატარეთ ნიგოზი, ოღონდ ძალიან წმინდად არა. 4 კვერცხის ცილითა და შაქრით გააკეთეთ ბეზე. შეურიეთ გატარებული ნიგოზი. ცომის თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თხლად ლითონის ფირფიტის ზომაზე, გადაიტანეთ პირველი ფენა მასზე და გაანაწილეთ ბეზეში არეული ნიგოზი. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, ოდნავ პატარა ზომაზე, ვიდრე პირველი. დააფინეთ ბეზეს ზემოდან და მასზეც გაანაწილეთ დარჩენილი გულსართი. გააბრყელეთ ცომის მესამე გუნდა და დააფინეთ ბოლო ფენა. დასერეთ ფახლავა რომბების ფორმებად ბოლო ფენამდე. წაუსვით ემოდან კვერცხის გული და დაალაგეთ ნიგვზის ლებნები. აცხვეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი. გამოცხობამდე 5-10 წუთით ადრე, გამოიღეთ, მოასხით გამდნარი თაფლისა და 50 გ კარაქის ნარევი. შედგით კვლავ ღუმელში და დაასრულეთ ცხობა.
როცა ბოლომდე გაცივდება, დაჭერით რომბები ბოლომდე.

ნუტტელა
ინგრედიენტები:
● რძე - 4 ჭიქა
● მიწის თხილი ან ნიგოზი - 3-4 სუფრის კოვზი
● შაქარი - 4 სუფრის კოვზი
● ხორბლის ფქვილი - 4 სუფრის კოვზი
● კაკაოს ფხვნილი - 6 სუფრის კოვზი
● კარაქი - 1 შეკვრა
● მარილი - 1/2 ჩაის კოვზი
მომზადება:
თასში ავურიოთ კაკაო, ფქვილი და შაქარი. ნელ-ნელა დავუმატოთ რძე და ვურიოთ რათა კარგად გაიხსნას ყველაფერი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვეცადოთ მუდმივად ვურიოთ, რათა არ დაგვეწვას და კარგად მოიხარშოს. დუღილის დროს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მიწის თხილი (მე ნიგოზს გირჩევდით, რადგან მიწის თხილისაგან განსხვავებით ნაკლები ცხიმი აქვს და მოხალული უფრო მსხვრევადია და მიწის თხილივით არ იშლება), კარაქი, მარილი და კარგად ამოვურიოთ. ტკბილის მოყვარულებს შეუძლიათ დაუმატონ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ცოტა ხანი ადუღონ (შესქელებამდე). შესქელების შემდეგ შეგვიძლია გავაგრილოთ და...
ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე
ეს ბლოგი განკუთვნილია ადამიანებისთვის რომელსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და სხსვადასხა ტიპის ტკბიულეის მომზადება.
აქ წარმოდგენილია ჩემს მიერ დამზადებული ტკბიულეები.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
ესკიმო ინგრედიენტები ბისკვიტისთვის: ფქვილი - 1 ჭიქა შაქარი - 1 ჭიქა კვერცხი - 4 ცალი ცივი წყალი - 10 ს/კ კაკაო - 2 ს/კ სო...
-
ფახლავა ინგრედიენტები კარაქი - 350 გ არაჟანი - 300 გ კვერცხი - 4 ცალი ფქვილი - 4 ჭიქა სოდა - 1 ჩ/კ შაქარი - 2,5 ჭიქა ნიგოზი...